Save on Family Finder, Y-DNA, mtDNA & bundles during our Holiday Sale! Now through Dec. 31.

Gogitidze

  • 15 members

About us

ამ ეტაპზე, გატესტილია გვარის ხუთი წარმომადგენელი, რომლებიც განსხვავებულ გენეალოგიურ შტოებს მიეკუთვნებიან. სამი მათგანი გურიიდან, ხოლო ორი აჭარიდან არის წარმოშობით.



  • სამი გურული გოგიტიძე (სამტრედიის რ-ნის სოფ. ჭოგნარი და სოფ. ნოღა, ჩოხატაურის რ-ნის სოფ. საჭამიასერი) მიეკუთვნება ჰაპლოჯგუფს J1a3 (CTS1460).



J1-ის აღნიშნული ქვეჯგუფის ყველაზე მაღალი სიხშირე ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ დაღესტანის ხალხებშია დაფიქსირებული. უფრო დაბალი სიხშირით იგი გავრცელებულია ამიერკავკასიაში, ანატოლიაში, ჩრდილოეთ შუამდინარეთში და ევროპაში.





J1-Z1828 სავარაუდოდ ანატოლიის ტერიტორიაზე წარმოიშვა, საიდანაც იგი ჩრდილოეთით გავრცელდა. J1-Z1828-ს გააჩნია ორი დაღმავალი შტო – Z1842 და L1189. Z1842 და მის დაღამავალ CTS1460-ს კავკასიური და ანატოლიური J1 უმრავლესობა მიეკუთვნება. საგულისხმოა რიგი მკვლევარების მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ J1-Z1842 შესაძლოა ხურიტულ–ურარტულ ხალხებს უკავშირდებოდეს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს როგორც J1-Z1842 გეოგრაფიული ლოკალიზაცია (აღმოსავლეთ ანატოლია, ჩრდილოეთ შუამდინარეთი, კავკასია), ასევე სტაროსტინ–დიაკონოვის ჰიპოთეზა ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიისა და ხურიტულ–ურარტული ენების ნათესაობის შესახებ. შესაძლოა, ძვ. წ. XIII საუკუნეში, ხურიტული სახელმწიფოების განადგურების შემდეგ, J1-Z1842 გარკვეული ნაწილი ნაწილი ჩრდილოეთისკენ გადასახლდა და დემოგრაფიული და გენეტიკური პროცესების შედეგად დომინანტი გახდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში.


ზემოხსენებული სამი გოგიტიძის ჰაპლოტიპების (ინდივიდუალური მონაცემების) შედარება აჩვენებს მათ ახლო (200-300 წლის ფარგლებში) ნათესაობას.



  •         ორი აჭარელი გოგიტიძე (ქობულეთის რ-ნის სოფ. მუხაესტატე და სოფ. ცხემვანი) მიეკუთვნება ჰაპლოჯგუფს J2a1b (M67)



J2a1b-ს, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ვაინახურ ხალხებში – ჩეჩნებში (55.2%) და ინგუშებში (87.4%) გვხვდება. საქართველოში, მისი სიხშირე 13.3-15.2% აღწევს და გავრცელებულია ქვეყნის როგორც დასავლეთში, ისევე აღმოსავლეთში. იმის გათვალისწინებით, რომ J2a1b საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე გვხვდება, სავარაუდოა, რომ მისი მატარებლები თავდაპირველად აქ დასახლდნენ, ხოლო შემდგომ მოხდა მათი მიგრაცია ჩრდილოეთით. 




  •         აჭარელი გოგიტიძე, წარმომავლობით შუახევის რ-ნის სოფ. გოგინაურიდან მიეკუთვნება ჰაპლოჯგუფს R1b1a2 (M269)



ჰაპლოჯგუფი R1b ფართოდ არის გავრცელებული როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე ანატოლიასა და კავკასიაში. ანატოლიაში გავრცელებული შტოების ნაწილი წინაპრულია ევროპულებისთვის, რაც იმას მიანიშნებს, რომ R1b ამ რეგიონიდან გავრცელდა ევროპაში.




ანატოლიასა და კავკასიაში R1b1a2-ს ნაწილი შესაძლოა უკუმიგრაციის შედეგად, ინდოევროპული ენების მატარებელ ხალხებთან ერთად მოსულიყო.



გატესტილი გოგიტიძის მონაცემები არ იძლევა საშუალებას განისაზღვროს მისი კონკრეტული ქვეჯგუფი, ამიტომ მისი დნმ დამატებით, სიღრმისეულ ტესტირებას საჭიროებს.